პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა - Palitra News

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

2025-10-22 21:23:58+04:00

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

სამართალდამცავებს პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”.