პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ გუნდი ბოიკოტს წყვეტს, საპარლამენტო მუშაობას კი მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან. გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ არჩევნების გზით მოპოვებულ 12 მანდატს, დიქტატორული კანონების დაბლოკვისთვის გამოიყენებენ. მათი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნა ქართულ ოცნებასთან დასაპირისპირებლად, დამატებითი მექანიზმია. საკანონმდბელო ორგანოში გახარია საქართველოსთვის გუნდის დაბრუნებას პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას უკავშირებს ქართული ოცნება, თუმცა უმრავლესობის წევრები დასძენენ, რომ გახარიას პარტიის წევრებს, საქმიანი დებატების საწარმოებლად სათანადო ცოდნა და ინტელექტი არ გააჩნიათ. კრიტიკულები არიან ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიც. ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია თვლის, რომ ექსპრემიერის გუნდის მთავარი მოტივაცია ფინანსური ბენეფიტების მიღება და რეიტინგის გადარჩენაა.