მმართველი გუნდი კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს. რომელი პოლიტიკური გუნდების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება - ეს ჯერჯერობით უცნობია. სარჩელის შინაარსიც და სიაც კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, საუბარი 10-მდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დროა, ქვეყანაში პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს და დესტრუქციული ძალების მიმართ, შესაბამისი, კანონიერი მექანიზმები ამოქმედდეს. ქართული ოცნების ოპონენტების თქმით კი , პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სარჩელის მთავარი სამიზნეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.