ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით 12 პირია დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ ჟურნალისტს გზის ხელოვნურად გადაკეტვა მიზნად არ ჰქონია და ის საკუთარ პროტესტს გამოხატავდა. რაც შეეხება, 76 წლის გიორგი ვაჩაძეს, რომელსაც შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა - მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. ამავე ბრალდებით დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ, გიორგი წულაიას კი - 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.