სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ფედერაციის კუთვნილი 464-ი ათას ლარზე უფრო მეტი თანხა. ადვოკატის განცხადებით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს.