ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა - Palitra News

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა

2025-10-22 21:04:25+04:00

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ ძაგნიძემ განაცხადა. გამოძიებამ ახლა ჩადენილ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს და მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე უნდა იმსჯელოს. მანამდე, გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ დაკავებულია სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე. 11 ობიექტის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხუნდაძეს დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. რა დეტალები ხდება ცნობილი ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში?!