პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა - Palitra News

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა

2025-10-22 20:24:34+04:00

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რომელიც მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა პარლამენტთან საავტომობილო გზა გახსნეს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება, თუმცა მოძრაობა აღდგენილია.