შალვა პაპუაშვილი - ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს - ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს - ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა

2025-10-22 15:44:13+04:00

უკვე ოთხი დღეა რაც გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი გერმანული მხარის მიერ კონსულტაციებისთვის არის გაწვეული. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ამბობენ, რომ გერმანიის ელჩმა საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით ნეგატიური როლი შეასრულა და ყველა მისი წინამორბედი ელჩისგან განსხვავებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დააზიანა. არსებულ ვითარებაზე პასუხოსმგებლობას "ქართლ ოცნებას" აკისრებს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.