საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტს უბრუნდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტს უბრუნდება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-10-22 15:36:52+04:00

თითქმის ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტს უბრუნდება. გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გზით მოპოვებულ 12 მანდატს დიქტატორული კანონების დაბლოკვისთვის გამოიყენებენ. გახარია საქართველოსთვის გუნდის საკანონმდბელო ორგანოში დაბრუნებას პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას უკავშირებს ქართული ოცნება, თუმცა უმრავლესობის წევრები აქვე დასძენენ, რომ 12 დეპუტატს გახარიას პარტიიდან საქმიანი დებატების საწარმოებლად სათანადო ცოდნა და ინტელექტი არ გააჩნია. კრიტიკულები არიან ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიც. მათი თქმით, გახარიას გუნდი პარლამენტში შესვლით ფინანსური ბენეფიტების მიღებასა და რეიტინგის გადარჩენას ცდილობს.