უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2025-10-22 12:43:26+04:00

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.ზელენსკის განცხადებით, მხარეებმა რუსული დარტყმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული სექტორის აღდგენის კუთხით უკრაინის საჭიროებები განიხილეს და ქვეყნის მხარდასაჭერად გადასადგმელ ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ზომები, რამაც უკრაინის თავდაცვა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს დაუსჯელობის შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-19 პაკეტის აუცილებლობას. გარდა ამისა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა.