კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს

2025-10-22 12:37:37+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს.

მას ბრალად ედება ქურდობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედოფლისწყაროში, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ ზოგადი ხედვის სამეთვალყურეო კამერას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. - მ დედოფლისწყაროში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.