ადვოკატის განცხადებით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს

2025-10-22 12:36:07+04:00

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. როგორც კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ფედერაციის კუთვნილი 464-ი ათას ლარზე უფრო მეტი თანხა.