თბილისში აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმი გაიხსნა და აღნიშნული ღონისძიება 2 დღის განმავლობაში, 22 და 23 ოქტომბერს გაგრძელდება - Palitra News

თბილისში აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმი გაიხსნა და აღნიშნული ღონისძიება 2 დღის განმავლობაში, 22 და 23 ოქტომბერს გაგრძელდება

2025-10-22 12:34:01+04:00

თბილისში აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმი გაიხსნა და აღნიშნული ღონისძიება 2 დღის განმავლობაში, 22 და 23 ოქტომბერს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ასევე ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.