პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულმა განათლების რეფორმამ არაერთგვაროვანი რეაგირება გამოიწვია - Palitra News

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულმა განათლების რეფორმამ არაერთგვაროვანი რეაგირება გამოიწვია

2025-10-22 09:40:50+04:00

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულმა განათლების რეფორმამ არაერთგვაროვანი რეაგირება გამოიწვია. განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების ნაწილი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს განათლების ხარისხსა და სისტემის სტაბილურობაზე. ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ სასკოლო განათლების ერთი წლით შემცირება მოსწავლეთა ზოგად განათლებასა და უნივერსიტეტისთვის მათი მომზადების პროცესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. მათივე თქმით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას საფრთხეს შეუქმნის, რაც მომავალში უცხოურ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად დაბრკოლებად შეიძლება იქცეს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს რეფორმა შესაძლებელია გახდეს განათლების ხარისხის დაქვეითების მიზეზი.