პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა რაც გუნდმა პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ღალატი, „ქართული ოცნების“ დავალების შესრულება და ბიძინა ივანიშვილის სატყუარა - სწორედ ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მსგავსმა გადაწყვეყილებამ ცხადყო, რომ ყოფილი პრემიერი კვლავ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელს ელოდებიან - მათივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიაში გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი მოხვდეს.