პროტესტის 328-ე დღესაც რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა - Palitra News

პროტესტის 328-ე დღესაც რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

2025-10-22 09:31:15+04:00

გუშინ, პროტესტის 328-ე დღესაც რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. მოსალოდნელია თუ არა, რომ დემოსნტრაციებმა პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართონ? ამ კითხვის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროტესტი კვლავ რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. მათივე თქმით, კანონების გამკაცრების და მოქალაქეების დაკავებების პარალელურად იზრდება მოტივაცია და სურვილი, რომ საპროტესტო აქციები კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ამასთანავე, სამოქალაქო აქტივისტები უწყვეტ დემონსტრაციებთან ერთად, 26 ოქტომბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.