უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება იმ სარჩელის შინაარსი, რომელსაც “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეიტანს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ასახელებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ გზით ხელისუფლება, განსხვავებული აზრის განადგურებას ცდილობს და ქვეყანას დემოკრატიისგან აშორებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „ლელოს - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარიას გუნდშიც“ იმის მოლოდინი აქვთ, რომ ამ სარჩელით მათაც აკრძალევენ - როგორც თავად ამბობენ, ეს პოლიტიკური დევნის მორიგი მცდელობაა. უფრო კონკრეტულად, როდის წარადგენს აღნიშნულ სარჩელს „ქართული ოცნება“ და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები?