ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი კრიტიკული გზავნილები მოვისმინეთ - რაზე ისაუბრეს ევროკავშირის მინისტერიალზე და რა მოლოდინი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში? - Palitra News

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი კრიტიკული გზავნილები მოვისმინეთ - რაზე ისაუბრეს ევროკავშირის მინისტერიალზე და რა მოლოდინი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში?

2025-10-21 20:20:08+04:00

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი კრიტიკული გზავნილები მოვისმინეთ - ევროპელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. აღნიშნულ მინისტერიალზე ისიც ითქვა, რომ ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ის ზომები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე კომისია წარადგენს ანგარიშს, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს შეეხება. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ვიზალიბერალიზაციის საკითხს „შანტაჟისთვის იყენებენ“. კიდევ რაზე ისაუბრეს ევროკავშირის მინისტერიალზე და რა მოლოდინი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში?