სასამართლომ „შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის“ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

სასამართლომ „შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის“ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2025-10-21 18:48:10+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე, ნინო ენუქიძემ მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიქაიას "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.