ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2025-10-21 15:46:51+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდ გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზაობას არ გამოხატავს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ უკრაინის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და ყველა ის ლიდერი, რომელიც ,,მსურველთა კოალიციის“ წევრია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები მიმდინარე კვირის მიწურულს ევროპულ საბჭოსა და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შეიკრიბებიან და განიხილავენ გზებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის.