ირაკლი კირცხალია - ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე - შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება - Palitra News

ირაკლი კირცხალია - ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე - შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება

2025-10-21 15:28:43+04:00

საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება - ეს გზავნილები გუშინ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე გააჟღერეს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, კი რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას შექმნის. შესაძლოა თუ არა რეგულაციების საქართველოსაც შეეხოს? - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის თემას კვლავ შანტაჟისთვის იყენებენ და გუშინდელ შეხვედრაზე ხელიდან გაუშვეს შანსი 4 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებები დაეგმოთ.