ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა 47.4%-ით გაიზარდა, ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის კვლევაში - Palitra News

ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა 47.4%-ით გაიზარდა, ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის კვლევაში

2025-10-21 14:02:32+04:00

ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა 47.4%-ით გაიზარდა, ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის კვლევაში. კვევა 2025 წლის მესამე კვარტალს მოიცავს, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რაც ჯამურად ტურისტებსაც მოიცავს და ერთდღიან ვიზიტებსაც, წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და ჯამში 2.5 მლნ მოგზაური შეადგინა. ამავე ანალიტიკის მიხედვით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 9%-იანმა მატებამ განაპირობა, მაშინ როცა ერთ დღიანი ვიზიტები წლიურად 1.4%-ით შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანი მაჩვენებლის ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების 13%-იანმა მატებამ რუსეთიდან, რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების 16.7%-იანი ზრდა ევროკავშირიდან, მომდევნო პოზიციებს კი აზერბაიჯანი, ისრაელი და ჩინეთი ინაწილებენ და როგორც უკვე გითხარით, ჩინეთიდან ვივზიტორების რაოდენობა თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. ამასთან, მესამე კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა ირანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, უფრო ზუსტად კი ეს ქვეყნები ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით, რამაც საერთო მაჩვენებლის 59.7% შეადგინა. საჰაერო გზით შემოვიდა ვიზიტორთა 39.5%. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველომ 5 მილიონ 300 ათას მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტულ ვიზიტებზე 4.3 მლნ მოდის, ხოლო ერთდღიან ვიზიტებზე 1 მილიონი