სექტემბერში ქართული თაფლის ექსპორტი 80-ჯერ გაიზარდა - Palitra News

სექტემბერში ქართული თაფლის ექსპორტი 80-ჯერ გაიზარდა

2025-10-21 13:59:54+04:00

სექტემბერში ქართული თაფლის ექსპორტი 80-ჯერ გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივად წარმოებული თაფლის ექსპორტი ისევ განახლდა, რადგან გარკველი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად განულებული იყო. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყნიდან დაახლოებით 144 ათასი დოლარის ღირებულების თითქმის 30 ტონა თაფლი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 80-ჯერ აღემატება. 2024 წლის სექტემბერში ქვეყნიდან მხოლოდ 1800 დოლარის ღირებულების 300 კილოგრამი თაფლის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, თაფლის ექსპორტი არ განხორციელებულა. ივნისში კი მხოლოდ 3900 დოლარის ღირებულების გავიდა. რაც შეეხება ქართული თაფლის იმპორტიორ ქვეყნებს, სექტემბერში პროდუქტის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გავიდა, დაახლოებით 21.5 ტონა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლის გატანა მოხდა იმპორტზე იაპონიაში.