„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა - Palitra News

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

2025-10-21 12:48:46+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ცხედარი თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის გადაასვენეს. „ჰამასმა“ გადაცემული გარდაცვლილი მძევლის ვინაობა არ გაამჟღავნა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ცხედარია, „ჰამასს“ 15 დაღუპული მძევლის ცხედარი დარჩება გადასაცემი.