აშშ-ის სენატმა უკვე მეთერთმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება - Palitra News

აშშ-ის სენატმა უკვე მეთერთმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება

2025-10-21 12:46:52+04:00

აშშ-ის სენატმა უკვე მეთერთმეტედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება. კანონპროექტმა, რომელიც მთავრობის დაფინანსებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა, საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 50 მიიღო, 43-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და კანონმდებლების შეუთანხმებლობა. მთავრობის მუშაობის შეჩერება ქვეყნის მასშტაბით არაერთ პრობლემას ქმნის, უხელფასო შვებულებაში რჩება ასობით ათასი საჯარო მოხელე.