პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება - Palitra News

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება

2025-10-21 12:46:30+04:00

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება. ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება. საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სექტორისთვის მისაღები პირობების და გამოწვევების განხილვის მიზნით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.