სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში - Palitra News

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

2025-10-21 12:45:49+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები ასევე, სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით აღებულია არაერთი ნიმუში.. რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია.