მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, და სხვა სახელმწიფოთა - ჯამში 30 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.