Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს - Palitra News

Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს

2025-10-21 12:41:56+04:00

შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა და აქციაზე სახის დაფარვის გამო, დაკავებულთა რიცხვი იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს ფორმულას ორი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი და ვახო სანაია. 19 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული, ნაწილ მათგანს, სახის დაფარვას ედავებიან. ჟურნალისტება და აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები. საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება Amnesty International-ი. განცხადებაში აღნიშნულია ,რომ ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს სცდება და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.