ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრებმა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, შეშფოთება გამოხატეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მზარდი რაოდენობის გამო. აღნიშნეს, რომ პოლიტიკური რეპრესიები ახალ ნიშნულზე გადავიდა, თუმცა როგორც უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, სანქციების მიღება საკითხზე ერთსულოვნების არარსებობის გამო ვერ ხერხდება. კაია კალასის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშის წარდგენა კი - მიმდინარე წლის ბოლომდე დაანონსდა. რა შედეგით დასრულდა მინისტერიალი და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სივრცეში.