Amnesty International-ი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება - Palitra News

Amnesty International-ი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

2025-10-21 09:17:48+04:00

Amnesty International-ი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს სცდება და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათი შეფასებით, ხელისუფლება დემონსტრანტთა გაჩუმებას დაშინებითა და დასჯის მეთოდებით ცდილობს. „ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი უნდა გაათავისუფლოს, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.