რუსებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი - Palitra News

რუსებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი

2025-10-21 08:49:12+04:00

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით შეუტიეს, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და სულ მცირე 15 სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხარკოვს მტრის KAB-ებით ესხმიან თავს - აფეთქებების ხმები ისმის. ვაზუსტებთ დეტალებს“, - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დარტყმა ქალაქის ორ რაიონში, სამრეწველო რაიონსა და ნემიშლიანსკის რაიონში განხორციელდა.