პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შესვლას აანონსებს - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შესვლას აანონსებს

2025-10-20 20:54:36+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შესვლას აანონსებს. გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა, როგორც პროტესტის ფორმამ, დადებითი როლი ვერ ითამაშა და პირიქით, ოპოზიცია, ფაქტობრივად, პოლიტიკურ თამაშგარეში დატოვა. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს გააჟღერებს, ხოლო ის ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში რჩებიან, მიიჩნევენ, რომ გახარიას გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მიხედვით იმოქმედა. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები