ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა როგორც ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ევროკომისია წარადგენს ანგარიშს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ნოემბერში ახალი სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლასთან ერთად, ევროკავშირს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმოს.
მისივე შეფასებით, საქართველოში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გაუარესება კვლავ უარესდება. კაია კალასის კრიტიკას საქართველოს მმართველ პარტიაში ასევე საკმაოდ მწვავე კრიტიკით უპასუხეს - კიდევ რაზე ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და როგორ პასუხობენ მას საქართველოში