რა შეფასებები მოჰყვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას - Palitra News

რა შეფასებები მოჰყვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას

2025-10-20 15:45:37+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა როგორც პროტესტის ფორმამ დადებითი როლი ვერ ითამაშა და პირიქით, ოპოზიცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრო. პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატებს, რომლებიც XI მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ, რეგლამენტი ფრაქციის შექმნისა და საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტში ამჟამად მხოლოდ ერთი ფრაქციაა - ეს უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს გააჟღერებს. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში რჩებიან მიიჩნევენ, რომ გახარიას გუნმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მიხედვით იმოქმედა. ვინ როგორ ეხმაურება საკითხს?