შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებიდან მალევე სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე მოქალაქეების საპატიმროში გაშვება დაიწყო. ამ მიზეზით 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს ვახო სანაიას. სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. სამართალდამრღვევად არიან ცნობილი ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძეც. თითოეულს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა ადმინისტრაციულ;ი პატიმრობაშ გაუშვეს პროგრამისტი თეიმურაზ სარალიძეც. დაკავებულები და მათი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლო უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს.... არ გამორიცხავენ, რომ გზის გადაკეტვისთვის აქტივისტების სისხლის სამართლის წესით დევნა დაიწყონ. ეკა ლემონჯავა შეეცადა დეტალების გარკვევას.