საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. თბილისის რიგით მეხუთე საიუბილეო ფორუმი 22 – 23 ოქტომბერს ჩატარდება. წელს ფორუმის მთავარი თემა და სლოგანია: „ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში“ - "მონეტიზაციის" სტუმრები არიან Secretary General, SGBA მარია-კლაუდია მარსონი და საქართველო-იტალიის (ITAGEO) სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მარტა იმენეო.