რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და რა ეტაპზეა გამოძიება - Palitra News

რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და რა ეტაპზეა გამოძიება

2025-10-20 12:33:13+04:00

რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს?! - საკითხი პოლიტიკური შეფასებები ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ნათლად ჩანს შიდა კლანური დაპირისპირება და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. საგამოძიებო უწყებები ახლა ირაკლი ღარიბაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან ამოღებული ფულის წარმომავლობას სწავლობს. ძვირფას ნივთებთან და დოკუმენტაციებთან ერთად, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 7 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული.