პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი - Palitra News

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

2025-10-20 12:32:46+04:00

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ პირს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.