თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - რას აცხადებენ ადვოკატები - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - რას აცხადებენ ადვოკატები

2025-10-20 12:25:30+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები არ ეთანხმებიან. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძეც. თითოეულს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ხოლო, დავით გოგიჩაიშვილს, რომელსაც აქციის დროს სახის დაფარვას ედავებოდნენ, 6- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.