შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა - იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა - იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი

2025-10-20 12:24:19+04:00

გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. გერმანული მხარე პიტერ ფიშერის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან აგიტაციის წარმოებაზე საუბრობს. ამ დროს „ქართული ოცნებისთვის“ გერმანული მხარის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვის მანიშენებლი აღმოჩნდა. „როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, მთავრობებს შორის ხიდის როლის შესრულების ნაცვლად, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია - დღეს ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.