ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, მათ შორის მუნიციპალური არჩევნების კონტექსტში. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 წუთზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.