პროტესტის 326-ე დღეს მოქალაქეებმა გამკაცრებული კანონების მიუხედავად, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. დემონსტრანტებს ევროპის მოედნიდან წამოსული მარშიც შეუერთდა, რომლის მოთხოვნაც “ქართული ოცნების” წევრების დასანქცირება იყო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. დემონსტრანტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება ვიდრე, მათი მოთხივნები არ შესრულდება.