გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2025-10-19 16:48:46+04:00

20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.