ლისის ტბის მიმდებარედ გოჯუ-რიუს აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ, საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის მსოფლიო შეფ ინსტრუქტორი , იაპონიისა და ინდოეთის შეფ-ინსტრუქტორები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით გოჯუ-რიუს განვითარებასა და გაძლიერებაში. საპატიო სტუმრობის გარდა, სენსეები აგრეთვე ჩაატარებენ 2 დღიან სავარჯიშო სემინარებს, რომელშიც მონაწილეობას 300 მდე ადამიანი მიიღებს. აკადემიის სოციალური პროექტი საქართველოში ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნების, კულტურისა და ფილოსოფიის გავრცელებას მოემსახურება. იაპონური მემკვიდრეობის არსის გაცნობით, გოჯუ-რიუს აკადემია ხელს შეუწყობს იაპონური ტრადიციების ღრმა გაგებასა და ადგილობრივ საზოგადოებაში შერწყმას. აკადემია საგანმანათლებლო გაკვეთილებს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებსაც შესთავაზებს.