პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა - Palitra News

პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

2025-10-18 20:02:08+04:00

პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში თურქეთის ორ მოქალაქეს დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ, აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.