ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - Palitra News

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

2025-10-18 20:01:24+04:00

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს ბრძანებით, საქართველოს 2 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ ვის წინააღმდეგ ამოქმედდა ლატვიის იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტი.