7 მილიონზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი სამკაულები და ნახატები - Palitra News

7 მილიონზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი სამკაულები და ნახატები

2025-10-18 19:59:38+04:00

7 მილიონზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი სამკაულები და ნახატები - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგები. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა და დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ საქმის ფარგლებში ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინ არის.