ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან „სოხუმში“ თბილისობა აღნიშნეს - Palitra News

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან „სოხუმში“ თბილისობა აღნიშნეს

2025-10-18 18:28:46+04:00

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან „სოხუმში“ თბილისობა აღნიშნეს. ტრადიციულ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიელებიც ესტუმრნენ. თბილისქალაქობის მსგავსად, ქართული ტრადიციული კერძები მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს. საზეიმო განწყობას არც ქართული ჰანგები მოკლებია. ისევე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც ჰოლანდიურ თბილისობას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.