საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს - Palitra News

საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს

2025-10-18 18:28:08+04:00

საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ სტარტი 15 ოქტომბერს აიღო და ხვალ დასრულდება. საქართველოს სტენდზე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ფოტოებია წარმოდგენილი. როგორც აღნიშნავენ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა. საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ცნობით, სტენდის თემატიკაც სპეციალურად, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამოსახატად შეირჩა.